სუს-ი - 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 9 შემთხვევა დაფიქსირდა

2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 9 შემთხვევა, - ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.

უწყების ინფორმაციით, ასევე, დაფიქსირდა ეთნიკური ქართველების „გამოკითხვაზე“ დაბარების, დაშინებისა და შევიწროების შემთხვევები.

„2022 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფებოდა. უკანონო პატიმრობაში რჩებოდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს, მათ შორის, ირაკლი ბებუა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმების გამოყენებას, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლება.

რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 9 შემთხვევა. უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში. დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზზე ვიდეოკამერების დაყენების ფაქტები.

ინციდენტების პრევენციის, მათი განმუხტვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. აღნიშნული მექანიზმი საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 339-ჯერ, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 2 183-ჯერ გააქტიურდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს