სოზარ სუბარი - უკრაინის ხელისუფლება ვერ იქნება რეალური მიზეზი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად - ქვეყანაზე წარმოუდგენელი სახის ზეწოლა ხორციელდება

მიუხედავად უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადებებისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ექნება უკრაინის პრეზიდენტს, ეს ასე ნამდვილად არ არის. თუმცა, შეიძლება უბრალოდ მოიმიზეზონ, რომ, აი, რადგან ზელენსკი არის წინააღმდეგი, ამიტომაც არ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსსო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ იქნება რეალური მიზეზი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რადგან საქართველო ყველა კრიტერიუმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ომის პარტიის წარმომადგენლების მიზანი სხვა არის - მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომ, შესაძლოა მათ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ხელი შეუშალონ.

„უკრაინის ხელისუფლება ვერანაირად ვერ იქნება რეალური მიზეზი, იმიტომ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას წყვეტენ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები. გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებებს შორის, თუნდაც ერთი ქვეყანა რომ აღმოჩნდეს, რომელიც ომის პარტიის წინაშე ვალდებულია მათი მოთხოვნები შეასრულოს, ამ შემთხვევაში, ამ ერთი ქვეყნის ხელისუფლება წავა წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ საქართველოს კონსენსუსის გარეშე ევროკავშირის წევრობას ვერ მიანიჭებენ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ მიზეზი მოძებნონ და ეს მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ზელენსკის წინააღმდეგობა, ასევე შეიძლება იყოს ის, რომ თითქოს საქართველომ ის 12 პუნქტი არ შეასრულა და უამრავი სხვა რამ.

თუმცა, თუ ობიექტური კრიტერიუმებით მივუდგებით, ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო ევროინტეგრაციისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების გზაზე ბევრად წინ დგას, ვიდრე - უკრაინა და მოლდოვა. უკრაინაზე გასაგები მიზეზების გამო ყურადღებას აღარ ვამახვილებთ, რადგან არის ომში, მაგრამ მოლდოვას, რომელიც არის დსთ-ს წევრი, კორუფცია არის უმაღლეს დონეზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ჩვეულებრივ წესად იქცა, სადაც ბრალდების გარეშე აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსაც, და ამას გვიჩვენებენ, როგორც მაგალითს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნები, გასაგებია, რომ ამას ობიექტურ კრიტერიუმებს ვერ ვუწოდებთ. ეს არის ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველომ რაღაც გააკეთოს. ეს რაღაც კი არის ერთადერთი რამ - ომში უნდა ჩავერთოთ. სხვა მოთხოვნა საქართველოს მიმართ ვერ ექნებათ. მაკფოლის ინტერვიუში იყო სწორედ - მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ისე გაუჭირდება, რომ იძულებული გახდება არა მხოლოდ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, არამედ შეიძლება კაპიტულაციაც კი გამოაცხადოსო. სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც საქართველოზე ასეთი წარმოუდგენელი სახის ზეწოლა ხორციელდება, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ომის პარტიის ისეთი წარმომადგენლების მხრიან, როგორიც ბატონი მაკფოლი გახლავთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?