პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, გამოძიება ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ, პროკურატურამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გამოძიება, დაზარალებულის წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტა ინვესტიციის ფარგლებში მიითვისა.

მისივე თქმით, ინვესტიციის განხორციელება სესხის სახით მოხდა.

„რა თქმა უნდა, ეს იყო ინვესტიცია. რაც შეეხება ინვესტიციებს ფორმებს - ზუსტად იგივე ფორმით ჰქონდა მას განხორციელებული ინვესტიცია, როგორც დაზარალებულს, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ნებისმიერი განცხადება, რაც დაცვის მხარემ გააჟღერა, უბრალოდ დოკუმენტებს და ხელშეკრულებებს სცდება. აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ არ არის სწორი. ასევე, ჩვენი ოფიციალური განცხადებაც არის ამასთან დაკავშირებით. საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან - ეს არის კრიპტოვალუტის მითვისება, რომელიც გამომუშავებული იყო ამ ინვესტიციის ფარგლებში და შემდგომ აქტივის ლეგალიზაციასთან“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. ცნობისთვის, საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით