ზვიად ძიძიგური - მმართველი პარტია რომ გვეუბნება, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს საქართველოში არ აკეთებსო, ტყუილი აღმოჩნდა - არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურები ერთი კაცის სამსახურში იდგეს, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი

მმართველი პარტია რომ გვეუბნება, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს საქართველოში არ აკეთებსო, ტყუილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კარგ ამბებამდე არ მიგვიყვანს, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურები ერთი კაცის სამსახურში იდგეს.

„სასამართლო სხდომის ოქმში ეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილა ეს. თან 2017 წელზეა ხომ საუბარი?! ანუ, ჩვენ რომ გვეუბნება მმართველო პარტია, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს არ აკეთებს საქართველოშიო, ეს ამბავი ტყუილი აღმოჩნდა. მერე მეორე - შვეიცარიის ბანკის ამბავიც იყო, როცა პრემიერ-მინისტრის წერილიდან დაწყებული, მისი მოლაპარაკე თავები, ყველანი ჩამწკრივდნენ და შვეიცარიის ბანკი შავ დღეში ჩააგდეს. ე.ი გააკრიტიკეს, ფინანსურად გააკოტრეს და მთელი ამბავი. ეს რომ თავისით არ ხდება ამაზე ბევრი ლაპარაკიც არაა საჭირო. ეს არის პირდაპირი დავალება, რომ „აბა, ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი მამა-მარჩენალის ქონება და ინტერესები და ა.შ.“ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ამბავი ძალიან ცუდი საყურებელია და კარგ ამბებამდე არ მიგვიყვანს იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანა და მისი სახელმწიფო სტრუქტურები ანგარიშვალდებული იყოს ერთი კაცის წინაშე და ერთი კაცის სამსახურში იდგეს. ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი“, - განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება. ბრალდებულს დღეს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2015-2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, ბრალდების მხარის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის