პაატა მანჯგალაძე - არათუ არ დასჯის „ქართული ოცნება“ მოძალადეებს, პრემიებს გამოუწერენ ქვასროლია ადამიანებს - ქვას ვინც ისვრის, რომ დასჭირდეს, ტყვიასაც ისვრის

არათუ არ დასჯის „ქართული ოცნება“ მოძალადეებს, პრემიებს გამოუწერენ ქვასროლია ადამიანებს - ქვას ვინც ისვრის, რომ დასჭირდეს, ტყვიასაც ისვრის, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან, კახეთში მომხდარ ინციდენტს, როცა პენსიონერებთან შეხვედრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და მის თანაპარტიელებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ძალადობას ახალისებს.

„ვინც ბოროტებას ახალისებს, ვინც ქვას ისვრის, მე კი არ მესვრის ქვას, საქართველოს მომავალს, პერსპექტივას, ევროპულ შესაძლებლობას ესვრის. მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რუსთან რომ გახსენდებათ „სტუმარ- მასპინძელი“, დავალებას რომ აძლევს სამხარაძე და სხვა მოძალადეები, ქვა ესროლონ მოძმეებს, მაშინ რატომ არ გახსენდებათ ქრისტიანობა და სტუმარ -მასპინძელი?! არ მოეწონათ ხაბეიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ყველა მოძალადეს დაამტვრევს თითებს, რადიკალური განცხადებააო თქვეს. ზვიად გამსახურდია რომ იძახდა, ხაინდარავას და სხვებს ყვავილები ვესროლოთო, უშველა საქართველოს? იმათი შვილები დღეს იგივეს არ აკეთებენ, ქვას არ ესვრიან საქართველოს?! ქვას ვინც ესვრის საქართველოს მომავალს, თუ დასჭირდება ტყვიასაც ისვრის და არ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის