ირაკლი ქადაგიშვილი - ძალადობა ვნებს ხელისუფლების იმიჯს, რომელიც პასუხისმგებელია სიმშვიდესა და სტაბილურობაზე - როგორ შეიძლება ჩვენ ვახალისებდეთ ძალადობას და ამით ოპოზიციას სპეკულაციის საბაბი მივცეთ? ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?!

შეიძლება მიუღებლობა გქონდეს პარტიის ან პოლიტიკოსის, მაგრამ ძალადობა დასაგმობია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კახეთში მომხდარ შემთხვევას, როცა პენსიონერებთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით ქადაგიშვილი აცხადებს, რომ წინასწარ, პარტიების შეხვედრაზე პოლიციის კორდონების დაყენება შეფასდებოდა როგორც პოლიციური ზეწოლა, თუმცა, როგორც კი საფრთხე წარმოიქმნა, პოლიცია მყისიერად ადგილზე გაჩნდა.

„ეს არის არანორმალური მოვლენა, ძალადობას ვგულისხმობ. მესმის, რომ შეიძლება მიუღებლობა გქონდეს პარტიის ან პოლიტიკოსის, მაგრამ ძალადობა, რა თქმა უნდა, დასაგმობია. პოლიცია მყისიერად იქნა მობილიზებული, როგორც კი დაპირისპირება დაიწყო. თუ ყველა პოლიტიკურ აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მიტინგის სახე არ აქვს, დავაყენებთ პოლიციის კორდონს, მაშინ ეს თქვენი მხრიდან შეფასდება, რომ პოლიცია ზეწოლას ახორციელებს შეკრების ან ღონისძიების ჩატარებისას. როგორც კი საფრთხე წარმოიქმნა, პოლიცია მყისიერად გაჩნდა, ამიტომ წინასწარ პარტიების შეხვედრაზე პოლიციის კორდონების დაყენება აღქმული იქნება და შეფასდება, როგორც პოლიციური ზეწოლა პარტიულ საქმიანობაზე,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ ახალისებს ძალადობას, ეს მათ ინტერესებში არ შედის და მსგავსი ფაქტები პირიქით, ვნებს მათ იმიჯს.

„ხელისუფლების ინტერესში არ შედის ისეთი ქმედებების ორგანიზება, რომელიც ვნებს ხელისუფლების იმიჯს, რომელიც პასუხისმგებელია სიმშვიდეზე, სტაბილურობაზე. ხელისუფლება თვითონ ახალისებდეს ამას, რომ ოპოზიციას სპეკულაციის საბაბი მისცეს? ამაში ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?! - ასეთი მეთოდით ვერავის აშინებ. როგორ შეიძლება ხელისუფლება ახალისებდეს ძალადობას, როცა ძალადობის ჩამდენები არ რჩებიან დაუსჯელები,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება