თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის მიმართ დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის მიმართ დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები წარმოთქვამენ დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა.

ადვოკატებს მოცემულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

როგორც ისინი აცხადებენ, მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს, რაც ბრალდებულების ბრალეულობას დაადასტურებს.

უფლებადამცველების თქმითვე, სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები იმ არგუმენტებს აბათილებდნენ, რასაც პროკურატურა ეყრდნობოდა.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარის არგუმენტები საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. მისივე განმარტებით, ბრალდების მხარემ საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული დოკუმენტაცია გამოიკვლია, რაც გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე 2 ეპიზოდად მიმდინარეობს. აღნიშნულ ეპიზოდს 9 ბრალდებული ჰყავს, მათ შორის არის "გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. ასევე, ბრალდებულები არიან - დევი კახოიძე, ნუგზარ ქიტიაშვილი, დავით თუშიშვილი, ვალერი და გიორგი გობეჯიშვილები, ლაშა ჭიღიტაშვილი და ბექა მურღვლიანი. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). ბრალდება წარდგენილი აქვს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით