დავით გაბაიძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირის იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას და ევროპულ ინტეგრაციას. შევეხეთ უმაღლეს საბჭოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, აგრეთვე ამ პროცესში რეგიონების ადგილსა და როლს“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეფასებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროპული პერსპექტივისა და ღირებულებების ერთგულია და მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, დავით გაბაიძე ბრიუსელში, აჭარის დელეგაციასთან ერთად, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) ხელმძღვანელის - ფრანც შაუსბერგერის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპის რეგიონთა კომიტეტის წარმომადგენლებთან.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად