პაატა მანჯგალაძე - საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო

საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო - სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერი წარმოდგენილი არ იქნება, რასაც თავისი მიზეზები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ამ ორგანიზაციების წევრი გახდეს, ევროპელების ნების გარდა, საჭიროა ჩვენი ნება, რაც თავისი მხრივ, რეფორმების გატარებას გულისხმობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთი ნატოს გამო დაესხა თავს და რომ არა ნატო ომი არ იქნებოდა, პირდაპირ ანტიუკრაინული და ანტიქართული განცხადებაა - გამოდის, რომ რუსეთს, გარდა ნატოსი, სხვა პრეტენზიები სახელმწიფოების მიმართ არა აქვს და შესაბამისად, ომის დაწყების საფუძველი ნატო ყოფილა.

“ქართულ ოცნებას“ ვეტყვი - რუსეთი უკრაინას ნატოს გამო კი არ დაესხა თავს, ნატოს წევრი რომ არ არის, ამის გამო დაესხა 2022 წელს, საქართველო ნატოს წევრი არ იყო, ამიტომ დაგვესხა 2008 წელს. ნატოს წევრობა იმიტომ გვინდა, რომ საქართველო ისევე იყოს დაცული, როგორი დაცულიც არის 1.5 მილიონიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი ჩიტს ვერ აუფრენს საზღვარზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

11-12 ივლისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება