დავით გაბაიძე - ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრებზე, ევროსტრუქტურების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის საკითხებზე ვიმსჯელეთ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტარ ლუკას მანდლის, ევროპის რეგიონთა კომიტეტის (COR) ვიცე-პრეზიდენტს, აპოსტოლოს ციციკოსტასს, ევროპის რეგიონთა კომიტეტის (COR) გენერალურ მდივანს, პეტრე ბლიზკოვსკისა და ავსტრიის ელჩს ევროკავშირში, ნიკოლაუს მარჩიკს შევხდა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებსა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში ევროსტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით რეგიონების ჩართულობასა და მათ როლს.

„ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრებზე, ევროსტრუქტურების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის საკითხებზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

„ვიზიტის ფარგლებში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, ასევე ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

დავით გაბაიძე, ბრიუსელში, აჭარის დელეგაციასთან ერთად, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) ხელმძღვანელის, ფრანც შაუსბერგერის მიწვევით იმყოფებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად