იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ ქმედებებით არა თუ ახალ ორგანიზაციაში მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდანაც არ გამოგვაგდონ

„ქართული ოცნების“ ქმედებებით არა თუ სადმე ახალ ორგანიზაციაში მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდანაც არ გამოგვაგდონ, - ასე ეხმაურება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ღია წერილს.

როგორც ხვიჩიამ პაპუაშვილის წერილის შეფასებისას აღნიშნა, საზოგადოებას აჩვევენ, თითქოს, სხვა არის დამნაშავე იმაში, რომ თავად „არ ვარგიან“.

"ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და რატომ არ მიმიღე.

საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს - იმსახურებს ნატოსა და ევროკავშირის წევრობას, იმსახურებს ერთ სულ მოსახლეზე ასი ათასს დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს, ამიტომ გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ - მთავრობის სიყვარულით თუ ხალხის პატივისცემით", - განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით