იენს სტოლტენბერგი - თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება

ამჟამად ყველაზე გარდაუვალი ამოცანაა უზრუნველვყოთ, უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება ევროპაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ახლა მოკავშირეებს უკრაინისთვის შეუძლიათ, მისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელებაა.

„რადგან თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, უსაფრთხოების გარანტიების, ან ნატო-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსის კომუნიკეს ტექსტი დღეს მოგვიანებით გასაჯაროვდება, როდესაც მასზე შეთანხმებას ყველა მოკავშირე მიღწევს.

ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა, ასევე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის ამოღება ემსახურება იმას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით