ირაკლი სესიაშვილის ვარაუდით, სამხედროების წინააღმდეგობა აქციის დარბევასთან დაკავშირებით ხელისუფლების დავალებამ გამოიწვია

არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართალი და თავისუფლება~ ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის ვარაუდით, სამხედრო ნაწილებში მეთაურების წინააღმდეგობა აქციის დარბევასთან დაკავშირებით ხელისუფლების დავალებამ გამოიწვია.

როგორც სესიაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა,; მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თბილისში შესასვლელების ჩაკეტვის გადაწყვეტილება გაახმაურა, სამხედრო ნაწილებში ხელისუფლებამ აქციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დავალება გასცა, რამაც მეთაურების წინააღმდეგობა გამოიწვია.

“ჩემი ვარაუდი კონკრეტულ წყაროებს ეყრდნობა, რომელსაც; ვერ დავასახელებ. წინააღმდეგომა ორთაჭალაში სამხედრო დანაყოფში დაიწყო და მას სოლოდარობა მუხროვანის ნაწილმაც გამოუცხადა”,-განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც ცნობილია, დღეს შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ სამხედრო დანაყოფებში ამბოხი მზადდებოდა. სამინისტროს მონაცემებით, ამბოხს ყოფილი სამხედროები ამზადებდნენ, კოორდინირებას რუთეთთან გადიოდნენ და რუსეთისგანვე იღებდნენ ფულს.

შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლიდანაც ჩანს, რომ 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ “დელტას” მეთაური გია ღვალაძე ამბოხს ორგანიზებას უკეთებს.

კადრებში ჩანს კობა ოთანაძე, რომელიც მუხროვანის ცნობილ ბუნტში მონაწილეობდა. ოთანაძე ძებნაშია, ღვალაძე კი დაკავებულია.

გარდა ამისა,; ეჭვმიტანილია ზაზა მუშკუდიანი, რომელიც ორთაჭალაში განლაგებული სამხედრო შტაბის უფროსია.

ამ წუთში მუხროვანის სამხედრო ნაწილში ყაზარმული მდგომარეობაა გამოცახდებული. იქ იმყოფება თავდაცვის სამინისტრი დავით სიხარულიძე.