შალვა პაპუაშვილი იაგო ხვიჩიას - კარგია, რომ ყოფილი იურისტი ხართ, წარმომიდგენია, როგორ აწვალებდით მომხმარებლებს საჯარო რეესტრში

კარგია, რომ ყოფილი იურისტი ხართ. წარმომიდგენია, როგორ აწვალებდით, თავის დროზე, მომხმარებლებს საჯარო რეესტრში - ასე უპასუხა რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ იაგო ხვიჩიას გამოსვლას, რომელმაც დეპუტატებს, გასულ კვირას პარლამენტში გამართული განხილვებისას გამოვლენილი პროცედურული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პროცედურული დარღვევები არის ყველაზე მძიმე დარღვევები, რომელიც გადაწყვეტილებებსაც ეჭვქვეშ აყენებს.

„მინდა დღეს გესაუბროთ პროცედურული დარღვევების მნიშვნელობაზე როგორც ყოფილმა იურისტმა. პროცედურული დარღვევები, თუ მას ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, ეს არის ყველაზე მძიმე დარღვევები, თუნდაც სასამართლო სხდომა რომ წარმოვიდგინოთ. შუამდგომლობა რომელიც უნდა დააყენო პირველი ინსტანციის სასამართლოში და აყენებ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ან მტკიცებულებას წარმოადგენ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოსი. წარმოიდგინეთ, რომ პროცედურული ნაწილი არის იმდენად მნიშვნელოვანი სხვა შინაარსობრივ განხილვასაც არ აქვს მნიშვნელობა ისე ცხადდება ის აქტი ბათილად, რასაც საფუძვლად პროცედურული დარღვევა ედო. გეტყვით წინა კვირას რამდენი პროცედურული დარღვევა მოხდა ამ პარლამენტში და „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას. კანონის განხილვა დავიწყებთ ნაცვლად მუხლობრივისა, თავებით. დავიწყეთ განხილვა 11:00 საათზე, ნაცვლად 12:00 საათისა. კომიტეტებზე არ მოგვეცა კითხვების დაზუსტების საშუალება და პაკეტის ორი კანონიდან ერთი საერთოდ არ განხილულა. უკანონოდ დაიძლია პრეზიდენტის ვეტო და პროცედურების დარღვევით მიღებული გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელსაც შეგვიძლია არ დავემორჩილოთ, რადგან მისი ეჭვქვეშ დაყენება ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალდებულებაა. წინა სხდომაზე არ გვქონია საშუალება შესვენებაზე გავსულიყავით, ეს უკვე შრომის კანონის დარღვევაა. ამ პირობებში კი ვიხილავთ ქვეყნის „თავდაცვის კოდექსს“. ჩვენ არ გვინდოდა პროცედურის ომი, ეს თქვენ დაიწყეთ და რეგლამენტი ძალით წაგვაკითხეთ რეალურად“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება