პროკურორი - დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება ექსპერტი ქიმიკოსი, რომელმაც ლაზარე გრიგორიდისის ტანსაცმელზე კვლევა ჩაატარა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენის კვალი დაადასტურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, დაიკითხება ექსპერტი, ქიმიკოსი, რომელმაც ლაზარე გრიგორიდისის ტანსაცმელზე კვლევა ჩაატარა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენის კვალი დაადასტურა.

„აქედან გამომდინარე დღევანდელ პროცესზე მხარეები დავკითხავთ და მისგან ინფორმაციას მივიღებთ. მოგეხსენებათ, რომ ლაზარე გრიგორიადისისთვის წარდგენილი ბრალდება ეხება ე.წ.მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით პოლიციის თანამშრომლების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტს, ლოგიკურად ნავთობპროდუქტების კვალის არსებობა, ბრალდების მხარის შეფასებით, ბრალდებულის შემხებლობას ადასტურებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან”, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სასამართლოში უკვე წარდგენილია არაერთი წერილობითი მტკიცებულება, ექპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც ბრალდების მხარე ეტაპობრივად იკვლევს, რადგანაც ყველა მტკიცებულებას დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით