ლევან იოსელიანი წყნეთში 15 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე - მართლმსაჯულება უნდა იყოს მყისიერი და სამართლიანი

ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ასეთი რამ განმეორდა და კიდევ ერთხელ მოხდა - ბუნებრივია, მართლმსაჯულება უნდა იყოს მყისიერი და სამართლიანი ყველას მიმართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

მან გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩემთვის დეტალები უცნობია ამის შესახებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შესაბამისი სამუშაოს შესრულებაზე, მათ ერთი მხრივ, უნდა გააჩნდეთ მაღალი პასუხისმგებლობა, როდესაც ამ საქმიანობას აწარმოებენ და მეორე მხრივ, უნდა იყოს ეფექტური ზედამხედველობა მათ საქმიანობაზე, რომ ასეთ ფაქტებს აღარ ჰქონდეს ქვეყანაში ადგილი. როდესაც ასეთი რამ ხდება, ბუნებრივია, მართლმსაჯულება უნდა იყოს მყისიერი და სამართლიანი ყველას მიმართ,“ - გამაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?