„შინ მომავლისთვის“ პლატფორმაზე ემიგრანტთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სამოქალაქო პლატფორმის "შინ მომავლისთვის" ორგანიზებით საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იდეის ავტორები და მხარდამჭერი ემიგრანტები ესწრებოდნენ.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, უცხოეთში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, იდეის „შინ მომავლისთვის“ გარშემო, საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. შეხვედრაზე რამდენიმე ახალი ინიციატივაც განიხილეს, რომელიც აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში განხორციელდება.

„გადაწყდა ერთიანი საკომუნიკაციო არხის შექმნის საკითხიც, რაც შესაძლებელს გახდის ემიგრანტების მუდმივ ჩართულობას ინიცირებულ პროექტებში. საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის არიან უცხოეთში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის ფინანსისტი ლევან დაშნიანი, ექიმი და ნოვატორი დავით მრელაშვილი, იურისტი ალექსი ასათაშვილი, მხატვარი ეთერ ჭკადუა, არტ პროდიუსერი მარიტა დამენია, მსახიობი დავით მალტეზე, ჯაზ-შემსრულებელი თეონა მოსია და მხატვარი გია გოგოლაშვილი. იდეის ინიციატორები არიან გია ხუხაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დიმიტრი ტვილდიანი, გიორგი მორდეხაშვილი და ირაკლი აფაქიძე.

პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ ორიენტირებულია ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებისა და რეპატრიანტთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე. ამ მიზნით, უკვე მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი - ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსი, რომელსაც ამ ეტაპზე 16 რეპატრირებული ქართველი გადის. სექტემბრიდან დაგეგმილია საქართველოს ისტორიის და სამართლის კურსის დამატება, რაც ბენეფიციარებს მნიშვნელოვნად დაეხმარება მშობლიურ ქვეყანაში სოციალურ ადაპტაციაში. პროექტის ფარგლებში ინერგება სამართლებრივი დახმარების პროგრამაც, რომელიც ემიგრანტებსა და სამშობლოში დაბრუნებულ პირებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს. პროექტი საგანმანათლებლო და სამართლებრივი მხარდაჭერის გარდა ლობისტურ საქმიანობასაც მოიცავს, როგორც ყველა თაობის თანამემამულეთა საქართველოში ინტეგრაცია/რეინტეგრაციის პროცესის გამარტივების, ასევე მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა