ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ დავით სერგეენკო ოპოზიციაში წავიდეს

დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი გაცდენები გახდა.

„როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონსულტაციების გვექნება დავით სერგეენკოსთან, ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ სექტემბერში, შევთანხმდებით დავით სერგეენკოსთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სექტემბერში გამოვა კენჭისყრაზე“,- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ დავით სერგეენკომ ოპოზიციაში გადაინაცვლოს, კობახიძე აღნიშნავს: „კი, კი, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ“.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს. უკვე მოწვეულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. კომიტეტი სხდომას 14 ივლისს გამართავს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი