განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს” შორის თანამშრომლობის ფარგლებში წარჩინებული პირველკურსელები 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

წარმატებულ სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „გალფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და კომპანია „გალფის“ დამფუძნებელმა, ივანე ნაკაიძემ მოაწერეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „გალფისგან" 100 წარმატებულ სტუდენტს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 300 ლარიანი სტიპენდია დაენიშნება. სტიპენდია გაიცემა 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, როდესაც საქართველოში მსხვილ და წამყვან კომპანიებს სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. ასეთი ინიციატივები ახალგაზრდებს უკეთ სწავლის მოტივაციას აძლევს. დღეს, კომპანია „გალფთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე 100 წარმატებულ ახალგაზრდას, ერთი წლის განმავლობაში სტიპენდია დაენიშნება. ეს არის დიდი სტიმული ჩვენი მომავალი თაობისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად დაუჭერს მხარს და დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპანია „გალფის“ მსგავსად, ჩვენი მომავალი თაობისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ინფორმაციის თანახმად, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. მათთან პარტნიორობის ფარგლებში, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ერთობლივი ძალისხმევით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა შემუშავდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება