სერგო ჩიხლაძე - გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატობის საკითხი არ დამდგარა არც ერთ კონსულტაციაზე, არც ერთ პარტიასთან, რადგან ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რა სახის ერთობა იქნება - ეს თუ არ გაირკვა, სხვა თემაზე საუბარი არასერიოზული იქნება

ასეთი საკითხი არ დამდგარა არც ერთ კონსულტაციაზე, არც ერთ პარტიასთან, რადგან ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რა სახის ერთობა იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა გიორგი ვაშაძე იყოს.

ჩიხლაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან ყველა ოპოზიციურ, პროდასავლურ პარტიასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში გამოიკვეთება სურათი, რა სახის კონსოლიდაციით, ვისთან და როგორ მოემზადებიან 2024 წლის არჩევნებისთვის.

„ერთი წლის წინ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დავიწყეთ საჯარო მოწოდება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაციებისთვის და შესაბამისად, აქტიურები ვართ დღემდე ამ მიმართულებით. კონსულტაციები, რა სახით, როგორი კონსოლიდაციით გავალთ დასავლური პარტიები 2024 წლის არჩევნებზე, მიმდინარეობს. ეს კონსულტაციები მიმდინარეობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან ყველა ოპოზიციურ, პროდასავლურ პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა ჯერჯერობით არ არის დასრულებული ეს პროცესი და რამდენიმე თვეში გამოიკვეთება სურათი, რა სახის კონსოლიდაციით, ვისთან და როგორ მოვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის. რაც შეეხება პრემიერობის საკითხს - ასეთი საკითხი არ დამდგარა არც ერთ კონსულტაციაზე, არც ერთ პარტიასთან, რადგან ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რა სახის ერთობა იქნება. შესაბამისად, ეს თუ არ გაირკვა, სხვა თემაზე საუბარი იქნება არასერიოზული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „TV პირველის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ინტეგრაციას არ გამორიცხავს.ტელეკომპანიის ცნობით, პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიებს შორის თანამშრომლობა განიხილება, ამასთან, შესაძლოა, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეც განიხილონ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება