ირაკლი ბერაია - საქართველოს ინტერესი ნატოში ინტეგრაციის მიმართ ურყევი და მყარია, ასევე ურყევია ალიანსის ინტერესი საქართველოს მიმართ - საქართველოს თავისი პირობები შესრულებული აქვს, ჯერი ალიანსზეა!

საქართველოს ინტერესი ნატოში ინტეგრაციის მიმართ ურყევი და მყარია, ასევე ურყევია ალიანსის ინტერესი საქართველოს მიმართ - საქართველოს თავისი პირობები შესრულებული აქვს, ჯერი ალიანსზეა! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გააკეთა.

ბერაიას თქმით, საქართველოს ნატოში წევრობა შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოს ინტერესებში. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის გამტკიცებისა და შენარჩუნების ერთადერთი სწორი გზა არის ნატოს ღია კარის პოლიტიკა და საქართველო ყოველთვის ამის განუყოფელ ნაწილად უნდა იყოს განხილული.

„2008 წელს და შემდეგ წლებში დაშვებული შეცდომები ალიანსს საკმაოდ ძვირი უჯდება. თავის დროზე გაბედული გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო მიღებული, რუსეთი ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებას ვერ გაბედავდა. ალიანსის წევრ ცალკეულ სახელმწიფოებს გეოპოლიტიკური გამოფხიზლება, მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა სჭირდებათ იმისთვის, რომ სწორი და დროული გადაწყვეტილებები მიიღონ.

საქართველო არანაირად ნატოს ალიანსს არ სცილდება - პირიქით, ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამის დადასტურებაა ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რასაც ალიანსი საქართველოს ანიჭებს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება