დიდი ბრიტანეთის მთავრობა - უკრაინამ და “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა უსაფრთხოების გარანტიების პარამეტრები განსაზღვრეს

უკრაინამ და “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა უსაფრთხოების გარანტიების პარამეტრები განსაზღვრეს, მაგრამ შეთანხმებებს ხელი ჯერ არ მოაწერეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით.

დოკუმენტში ასევე ხაზი ესმევა “დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებს განაგრძონ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერა მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა საბრძოლო ავიაცია, ასევე ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით”.

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, სანამ რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება