რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი კვლავ ნაადრევად დატოვა

რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი კვლავ ნაადრევად დატოვა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, როგორც კი დღის წესრიგში დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხი დგება, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების მაგიდას ტოვებს.

„დევნილთა დაბრუნების თემა არის ჟენევის მოლაპარაკებების ცენტრალური საკითხი. სამწუხაროდ, გრძელდება ის პრაქტიკა რუსეთის დელეგაციის მხრიდან, რომ როგორც კი ეს საკითხი დღის წესრიგში დგება, ისინი მოლაპარაკებათა მაგიდას ტოვებენ. არანაირ ნიშანს არ ავლენს რუსეთის ფედერაცია, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, მიუხედავად ამისა, ეს არის ცენტრალური თემა,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამიაშვილის შეფასებით, რუსეთის ფედერაცია ამ რაუნდზეც დესტრუქციული იყო.

„ჩვენ პირველი რაზეც ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას ისაა, რომ ერთ-ერთი მთავარი უფლებაა დევნილების დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეყრდნობით ხოლმე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც რუსეთის ფედერაცია იყო კვლავ დესტრუქციული,“ - განაცხადა ბექა ძამიაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება