ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, აშშ - ის ელჩს, კელი დეგნანს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და ამასთან, ყურადღება გაამახვილეს USAID - თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე. „დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოს რთული პერიოდი აქვს, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დახმარებას და მნიშვნელოვანი კონსულტაციების გაწევას. დასაფასებელია თქვენი ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ეროვნულ ბანკსა და აშშ - ის საელჩოს შორის მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა სებ - ის რეფორმებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ეროვნული ბანკი დგამს არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა ეროვნულ ბანკსა და USAID - ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ეკონომიკური განვითარების უდიდესი ხელშეწყობისთვის. უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკურმა დახმარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდაში. ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს