საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს და შესაბამისს დასკვნას მოამზადებს. გადაწყვეტილებას კი პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდიოდა. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.

კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს