ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია

ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომლის თქმით, საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელია მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი "რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტია".

„ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მგონი, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების კეთება. მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მიჰყვება. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი, თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელ, ნიკა გვარამიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე 2024 წლის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია მოსახლეობის ზეწოლა და დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.

„ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში ურთიერთობების ესკალაცია მოხდეს, რაც მოხდა გასული არჩევნების დროს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის და დაშნების მცდელობა იქნება. ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა, რომლის განცხადების თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება