კახა კალაძე ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე - ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ღირსეულად გადიოდეს ევროინტეგრაციის გზას

ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ახალგაზრდებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, „საქართველოს ახალგაზრდა თაობას არ უნდა საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება“.

კახა კალაძის განცხადებით, ქართველ ახალგაზრდებს ევროპარლამენტარების ზრუნვა არ სჭირდებათ, რადგან საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება.

„ამ ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანაა, საქართველოში როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ეს იქნება ძალადობრივი გზით, რევოლუციით, გადატრიალებით, დაპირისპირებით. მინდა, დავამშვიდო ისინი და მივმართო, რომ ქართველ ახალგაზრდებს ნამდვილად არ სჭირდება მათი ზრუნვა. საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნისა და მასში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს.

ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ახალგაზრდებს, თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად გადიოდეს ამ გზას, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს