ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვლადო მიროსევიჩ ვერდუგოს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენაზე საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის და საპარლამენტო გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩილეში მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ჩილეს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე დაინტერესდა იმ გამოცდილებით, რომელიც საქართველოს აქვს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის კუთხით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ჩილეში ვიზიტის ფარგლებში, ჩილეს დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ნიკოლოზ სამხარაძის მოსმენა გაიმართა, სადაც მან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ხაზი გაუსვა საგადასახადო და ბიზნესის წარმოების, ასევე სამოქალაქო სერვისების განვითარების სფეროში ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს.

„კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩილე, რომელიც მხარს უჭერს გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციებს, მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას და საქართველოს უნდა ჰქონდეს ჩილეს იმედი, რადგან ის იქნება მყარი და საიმედო პარტნიორი სამხრეთ ამერიკაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით