ირაკლი კობახიძე - თურქეთ-რუსეთს შორის დღეში 100 რეისი სრულდება, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 25-25, საქართველოდან კი 5 რეისი - როგორ შეიძლება გავხდეთ რისკების საფუძველი?! როგორც შეიძლება ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს?

თურქეთ-რუსეთს შორის დღეში დაახლოებით, 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანის შემთხვევაში, დაახლოებით 25 და სომხეთის შემთხვევაში, დაახლოებით 25, ჯამში - 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორო შეიძლება საქართველო გახდეს რისკების საფუძველი?!- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მსგავს ტყუილებზე არ შეიძლება პიარული სვლების დაგეგმვა.

„ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ერთი, რომ ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს და მეორე, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად „სარისკოა“ ამ კუთხით საქართველოში ფრენები, რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით, მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, დღეში თურქეთ-რუსეთს შორის დაახლოებით, 100 პირდაპირი რესი სრულდება, აზერბაიჯანის შემთხვევაში, დაახლოებით 25 და სომხეთის შემთხვევაში, დაახლოებით 25, ჯამში - 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორო შეიძლება საქართველო გახდეს რისკების საფუძველი?! ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ეს ხომ ცარიელი ტყუილებია. როგორც შეიძლება ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით პიარული სვლების დაგეგმვა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობლის ვიტალი ვანცევის განცხადებით, თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება