შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.

„შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს