გია ვოლსკი - დავით სერგეენკო ჩემი, ჩვენი მეგობარია, თავისი შეხედულებები აქვს გარკვეულ საკითხებზე და ჩვენ ვიღაცებისგან განსხვავებით, სადამსჯელო ოპერაციებს არ ვატარებთ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განმარტებით, დავით სერგეენკოსთვის დეპუტატისუფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა სადამსჯელო ღონისძიება არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს რეგლამენტი და შიდა განაწესი, რომლის თანახმად, თუ დეპუტატი პარლამენტში სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრება, პარლამენტს ტოვებს.

"არსებობს შიდა განაწესი, არსებობს რეგლამენტი. ნახევარზე მეტს რომ არ დაესწრები, უნდა გახვიდე პარლამენტიდან, იქნები სერგეენკო თუ სხვა. შალვა ნათელაშვილიც მაგ მიზეზით გავიდა პარლამენტიდან. დავით სერგეენკო ჩემი, ჩვენი მეგობარია, თავისი შეხედულებები აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ ვიღაცებისგან განსხვავებით, სადამსჯელო ოპერაციებს არ ვატარებთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის