მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარებზე - მოგვიწევს მოწოდება, რომ ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან „პიარული“ სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ დასახა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, ევროპარლამენტარებიდან არცერთ მათგანს არ აქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტული საჭიროება, რომლის გამოც, ისინი ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მოითხოვენ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მიხეილ სააკაშვილის უფლებები პირნათლად არის დაცული.

"მერწმუნეთ, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ თქვან მაგალითად, კონკრეტული სამკურნალო პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და საქართველოში არ არსებობს სერვისი უზრუნველყოფილი. ყველა ხვდება, რომ ეს არის რეალობა. ამიტომაც მოიხსენიებენ, რომ სატელევიზიო რეპორტაჟში გასული ფოტოების მიხედვით აკეთებენ ამ დასკვნებს და არ ეყრდნობიან კვალიფიციურ, დამაჯერებელ საფუძველს მოთხოვნების წამოყენებისას. ასეთ ფონზე, რასაკვირველია, მოგვიწევს მოწოდება, რომ ამ საკითხზე ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან იმ პიარული სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები, რომელი სტრატეგიაც დასახა ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ. როგორც ჩანს, თვითონ სააკაშვილიც კი აღარ ლობირებს ამ სტრატეგიას, რომელიც დაგეგმა თითქოს მის გარდაცვალების ქრონიკასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს სააკაშვილის უფლებები პირნათლად და ზედმიწევნით არის დაცული. ამის გათვალისწინებით, არავის აქვს რაიმე განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა და საფუძველი. ყველამ ასეთი ტიპის განცხადებებისას, ამ თემასთან შეხებისას აუცილებლად პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს სუვერენიტეტს", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში გადაიყვანონ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა