გიორგი ალადაშვილი - თუშეთში, საქართველოს უნიკალურ კუთხეში მთის დღე აღინიშნება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თუშეთი „მთის დღეებს“ მასპინძლობს - ტერიტორიაზე სხვადასხვა, მთის თემატიკისთვის დამახასიათებელი ღონისძიება მიმდინარეობს, - ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, თუშეთში მთის დღის აღნიშვნას ვიზიტორებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ესწრებიან.

„მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთის დღე აღინიშნება თუშეთში. ველოდებით უამრავ ვიზიტორს, რადგან თუშეთი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის განსაკუთრებული დანიშნულების ადგილია.

დღის მანძილზე გაიმართება თუშური დოღი, რეწვის მასტერკლასი, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება ცნობილი შეფ-მზარეულების და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მომზადებული თუშური სამზარეულო.

საღამოს „რანინელები“ შემოგვთავაზებენ მუსიკალურ ნომრებს კოცონთან. გელოდებით ყველას ამოდით მთაში, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს უნიკალურ კუთხეში მთის დღე“, - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება