თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა

თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის (JSOU) ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო ოპერაციების კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

„ლელა ჩიქოვანმა სემინარში ჩართულ უწყების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის გაეცნო აშშ-ს სამხედრო დოქტრინალური მიდგომა კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის საინფორმაციო კამპანიების აღსრულებისას, ასევე სამხედრო საინფორმაციო ოპერაციების უპირატესობის მოპოვების ხერხები და მეთოდები.

სემინარი ამერიკის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების 17 წარმომადგენელი, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები იღებდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება