მოსამართლე ირაკლი შენგელიას განცხადებით, აშშ-ს მხრიდან მისი დასანქცირების საპასუხოდ, სარჩელზე მუშაობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას განცხადებით, აშშ-ს მხრიდან მისი დასანქცირების საპასუხოდ, სარჩელზე მუშაობს.

როგორც მოსამართლემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სარჩელს აშშ-ს სასამართლოში „აუცილებლად შეიტანს“.

„სარჩელის შეტანის საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობ. აუცილებლად შევიტანთ. სარჩელის შეტანის შესახებ მე განვაცხადე და თუ კოლეგები [სხვა სანქცირებული მოსამართლეები] შემომიერთდებიან, მათი გადასაწყვეტია. ჯერ ვცდილობ, რომ რაღაც საკითხები მოვაგვარო“, - განაცხადა შენგელიამ.

თუ რა იქნება სარჩელის კონკრეტული მოთხოვნა, ირაკლი შენგელია არ აკონკრეტებს:

„ვნახოთ, დავაზუსტებთ ყველაფერს. ზუსტად ვერ გეტყვით, ჯერ მოძიების პროცესში ვართ, იურისტები და ათასი რაღაც არის საჭირო, მარტივი არ არის“, - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში, აშშ-მ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს