მაია ომიაძე - წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ 2023 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.

მისი განცხადებით, იანვარი-ივნისის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების ოდენობა 2019 წელთან მიმართებით, 90 %-ით აღდგა. საქართველოს 3 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როდესაც ეს მონაცემები მივიღეთ, ზაფხულის ტურისტული სეზონი რეალურად ჯერ კიდევ არ იყო პიკში შესული, ამიტომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრ მოგზაურს ველოდებით. ვფიქრობ, მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავი იქნება“,-აცხადებს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2023 წლის ორ კვარტალში, ტურისტთა ნაკადების გაზრდას მარკეტინგულმა კამპანიებმა და ავიარეისების დამატებამ შეუწყო ხელი.

„ტურისტთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ეს არის მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც მუდმივად ვახორციელებთ სამიზნე ბაზრებზე: ევროპაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისრაელში. აღსანიშნავია, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ევროპის ქალაქებთან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა ახალი მიმართულებები ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე გაიზარდა არსებული რეისების სიხშირეები, შედეგად ვფიქრობ წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება