გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს, 06:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში: ხატაეთის, შერმადინის, ნურადინ-ფრიდონის, თინათინის და მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბნისთავი, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე - სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, ხოლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, კახოიანები, ჯერვალიძეები.

13:10 საათიდან 16:10 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხიდისყური, ქსანი, საქადაგიანო, მუხრანი.

კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება