იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის სახელმწიფო დელეგაციას სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილება გაუზიარა.

„უზბეკეთის დელეგაცია, ასევე, გაეცნო იუსტიციის სამინისტროს ქართულ ინოვაციას – იუსტიციის სახლებს პენიტენციურ დაწესებულებებში.

რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე, მათ შორის, ისეთ ქართულ ინოვაციურ პროექტზე, როგორიცაა მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე მთელ საქართველოს ფარავს.

იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის დელაგაციას ასევე საქართველოში სასჯელის აღსრულების მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა ,,პრობბოქსი" გააცნო. ,,პრობბოქსი" ევროპაში პირველი ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელშიც ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა.

უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჟანიძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება