ლევან სამუშია - „ლელო“ იქნება ის ძალა, რომელიც გარღვევას შეიტანს ორპოლუსიანობაში - ძალიან მალე დაიწყება ახალი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ კონსულტაციები

„ლელო“ იქნება ახალი პოლიტიკური ცენტრის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გარღვევას შეიტანს პოლიტიკურ ორპოლუსიანობაში , - ამის შესახებ პარტია „ლელო - საქართველოსთვის” წევრმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სამუშიას თქმით, ძალიან მალე ახალი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყება.

„ჩვენ მყარად ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურ ფაზაშია ეს ყველაფერი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, „ლელო“ იქნება ახალი პოლიტიკური ცენტრის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გარღვევას შეიტანს პოლიტიკურ ორპოლუსიანობაში. ამას დარწმუნებით ვლაპარაკობ და ძალიან მალე ამ ყველაფერს დაინახავთ, როდესაც დაიწყება ახალი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ პოლიტიკური მიმოსვლა, კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზეა საუბარი, არამედ ძალიან ბევრ ცნობილ თავისი საქმის პროფესიონალზე“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიას თქმით, ახალ პოლიტიკურ ცენტრში „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ არ იქნება.

„სკეპტიციზმი მალე დაიმსხვრევა, თუ ვინმეს სკეპტიციზმი გააჩნია მესამე ცენტრის ფორმირებასთან დაკავშირებით და მე ვიცი, რასაც ვლაპარაკობ და დარწმუნებით ვლაპარაკობ. ამ იდეას სერიოზული ხორცშესხმა და გარღვევა მოჰყვება პოლიტიკურ ფლანგზე, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტნიორობას, ჩვენ ნათქვამი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ განვიხილავთ ახალ პოლიტიკურ ცენტრში არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ბატონი გახარიას პარტიასთან რაიმე პოლიტიკურ ერთობას. ეს გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება