სამხედრო პოლიციის ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ეკიპაჟების მიერ VIP პირის უსაფრთხო გადაადგილების მხარდაჭერის, ევაკუაციის, საეჭვო ავტომანქანის შეჩერებისა და დაკავების ოპერაცია განხორციელდა.

„ორკვირიან სწავლებას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წევრი ქვეყნებიდან მოვლენილი ცხრა ინსტრუქტორი უძღვებოდა. წვრთნები მიზნად ისახავდა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის (NATO MNMPBAT) ბატალიონთან საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულების თავსებადობისა და მათი მზადყოფნის განსაზღვრას, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გასაწევრიანებლად. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა უცხოელ ინსტრუქტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

დღეისათვის, სრულიად სერტიფიცირებულია სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ერთი ოცეული, რომელიც უკვე ჩართულია ნატოს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალური ბატალიონის ყველა სწავლებაში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად