ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება - საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო სახელმწიფოდ

საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ზოგადად ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოდაა მიჩნეული.

„უვიზო რეჟიმის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა, რამე საფრთხე რომ ყოფილიყო, აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან, საქართველო მიჩნეულია როგორც უსაფრთხო სახელმწიფო", - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა