ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს მიწაზე, როდესაც მტერი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას, იმავე იარაღს მათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ - და ეს სამართლიანია

უკრაინამ კასეტური ბომბები მიიღო მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ 9 წელია აკრძალული იარაღით იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

“კლასტერული [კასეტური] საბრძოლო მასალა 2023 წელს მივიღეთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოების 9 წლის შემდეგ, სხვადასხვა იარაღით, აკრძალული იარაღით, კლასტერული საბრძოლო მასალის ჩათვლით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევმა 9 წლის წინ დაიწყო მსოფლიოსადმი თხოვნა, რომ ზეწოლა ჰქონოდათ რუსეთზე და უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური ბომბების გამოყენება აეკრძალათ, მაგრამ 9 წლის შემდეგ “როგორც იყენებდნენ, ისევე იყენებენ”.

“კლასტერული საბრძოლო მასალა მოგვცეს… სად არის მტკიცებულებები, რომ უკრაინა კლასტერულ საბრძოლო მასალას რუსეთის ტერიტორიაზე იყენებდა? არ არსებობს მსგავსი მტკიცებულებები. არ არსებობს ეს… კი, ბრძოლის ველზე, ახლა მტრის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე, როდესაც იგი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს კლასტერულ საბრძოლო მასალას, იმავე იარაღს მათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ. და ეს სამართლიანია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში