მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთა

სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის ავადმყოფობის "გაპიარების" გარდა, ლობისტები ქვეყნის დასანქცირებაზე მუშაობენ.

„ფარა" არის იმ კანონის ანალოგი, რომელთან დაკავშირებითაც 7-9 მარტს თბილისში იყო აქციები და ასევე იყო მცდელობა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად, წარმატებული, რომ საქართველოში რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის საფუძველზე და მისი მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს დღეს ამბავს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის "გაპიარების" გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველო იქნას დასანქცირებული. ანუ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფობის შესახებ პიარ კამპანიის ფარგლებს ამგვარად. ასევე ჩვენ ვიგებთ რეზოლუციების შესახებ ამბავს, რომლითაც ქვეყნის შიგნით და გარეთ "ნაცმოძრაობა" და მისი დავალების მიმცემები ცდილობდნენ საქართველოს დაზიანებას, ხოლო მისი დრაფტი, პროექტი, ტექსტი შედგენილია სააკაშვილის ოჯახის და მისი პარტიის დაქირავებული ლობისტების მიერ,"- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რეზოლუციების მიღება და სხვა დანარჩენი იყო თუ არა მხოლოდ იმის შედეგი, რომ ამ ქმედებებისთვის ფულია გადახდილი, მდინარაძე პასუხობს, რომ "ეს ცალსახად ასე არ არის".

მისივე თქმით, ქვეყნის დაზიანებას სხვა ჯგუფებიც ცდილობენ და გლობალური ომის პარტიაში, რომელზეც "ქართული ოცნება" საუბრობს, ლობისტები არ იგულისხმება.

"ერთი მხრივ, მილიონი დოლარია გადახდილი, რომ საქართველო დასანქცირდეს, ამაზე შარშან ვლაპარაკობდით ჯერ კიდევ და დადასტურდა წელს, რადგან იძულებულები გახდნენ ლობისტები "ფარაში" წარედგინათ ანგარიში. წარმოიდგინეთ, ეს რომ ხდება ფურცელზე დაწერილი გაცხადებული ინფორმაციის მიხედვით, ზურგს უკან კიდევ რა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს, ლობისტური კომპანიების მოქმედებების გარდა, ამავდროულად სხვა ადამიანების, ჯგუფების, ანუ დავალების მიმცემების მოქმედებების დაფარვის მიზნითაც, ანუ ამას აკეთებს ლობისტური კომპანია და არა სხვა ადამიანები. როცა ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ სააკაშვილის ლობისტებს. ერთი მხრივ ლობისტების საქმიანობაში მილიონობით დოლარია დახარჯული და შემდეგ ისინი უწერენ ევროპარლამენტარებს დოკუმენტებს და მართლა პარადოქსია, სკანდალია, "ფარაში" წარადგინეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი უწერდნენ ევროპარლამენტარებს რეზოლუციის დრაფტებს, ისინი ცდილობდნენ დაესანქცირებინათ საქართველო, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ ამ საკითხზე მარტო ეს ადამიანები მუშაობენ, სამწუხაროდ, მუშაობენ სხვა ადამიანებიც და ცდილობენ საქართველოს დაზიანებას, ერთი გზა არის, ერთი არხია მხოლოდ ლობისტები, სხვა არხებიც არსებობს. საქართველო დგას პრინციპულად თავის პოზიციაზე, ხელისუფლება პრინციპულად ინარჩუნებს მშვიდობის და ეროვნულ პოლიტიკას და ეს ასე გაგრძელდება. ვერავინ დასჯის ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში,"- განაცხადა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება