ლევან დავითაშვილი ბათუმში მეზღვაურებსა და კაპიტნებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში ვიზიტის ფარგლებში მეზღვაურებს და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გამართულ შეხვედრაში ლევან დავითაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა.

უწყების ცნობით, საქართველოს საზღვაო სფეროში არსებული გამოწვევები, საზღვაო განათლების საკითხი, წვრთნის და საზღვაო პროფესიების დაუფლებისას პრაქტიკული კურსის მნიშვნელობა და ეფექტურობის გაზრდა, მეზღვაურთა კომპეტენციის დადგენის მექანიზმების დახვეწა და მათ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებმა და მეზღვაურებმა განიხილეს. მეზღვაურებისა და კაპიტნების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ლევან დავითაშვილს ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და მოსაზრებები გააცნეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრისას სამინისტროს მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საზღვაო სექტორი, მისი ინფრასტრუქტურის წარმატებული ფუნქციონირება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, ასევე, პრიორიტეტულია ამ დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და შემდგომ მათი წარმატებული საქმიანობა.

„ჩვენი მხრიდან კაპიტნების საინიციატივო ჯგუფის მიერ დასმულ საკითხებსა და წამოჭრილ ინიციატივებზე სამუშაოდ და მათ გადასაჭრელად სრული მხარდაჭერაა. ამ კუთხით აქტიურად ვითანამშრომლებთ და დარწმუნებული ვარ, გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ეტაპობრივად შესრულდება საზღვაო სექტორის განვითარების მიზნით დასახული ყველა მიზანი და რეფორმა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით