უკრაინის დაზვერვა -  ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ

ოკუპანტები მძიმე იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

“შესაძლოა უახლოეს პერიოდში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგ შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ.

ამ მიზნით “ეფესბეს” “სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი” საოკუპაციო კონტინგენტის პირად შემადგენლობაში უკრაინის უსაფრთხოების ძალების თითქოსდა მომზადების და ელექტროსადგურის დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტების სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ივლისის ბოლოს ატომური ელექტროსადგურის “შტურმი” მოხდება, რომელშიც “საშტურმო ჯგუფები” და დაუსახელებელი “უკრაინის მოხალისეობრივი შეიარაღებული ჯგუფები” მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინის დაზვერვას მიაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება ოკუპანტების მიერ “სხვისი დროშის ქვეშ” ოპერაციის მომზადებაზე შეიძლება მეტყველებდეს, რაც ზაეს-ზე მასშტაბურ ავარიას გამოიწვევს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება