პრემიერი - კეზერაშვილმა ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში - საუკუნის ძარცვა

„ფორმულა“ არის ბატონი კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში. კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა, „ფორმულასაც“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს მოპარული, ევროპელი პენსიონერების ფულით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა გაძარცვა ჯარი და ატერორებდა ბიზნესს.

„მე არავითარი დისკომფორტი არ მაქვს ამას რომ გახსენებთ, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ.

მართებული არ არის კი არა, ესაა აბსოლუტური ამორალურობა და გამაოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ჯარი, ბიზნესი რეკეტის ქვეშ ყავდა, მთლიანად დატერორებული ყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი ჯერ აქ საქართველოში და შემდეგ ყველაზე დიდი ძარცვა ჩაატარა, საუკუნის ძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში და მაგ ფულით აფინანსებს თქვენს ტელევიზიასაც, უხდის ხელფასებს ყველას და ოპოზიციას. დღეს როგორც ვიცი, თუ არ ვცდები იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს და აძლევს ინსტრუქციებს, თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ კეზერაშვილის ტელევიზია? მე თქვენზე არ მაქვს საუბარი, თქვენ წარმოადგენთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, დიახაც, „ლუზერებს" წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მე წეღან ვახსენე, იმიტომ რომ მათ გარდა ჩვენი ქვეყნის დაზიანებისა, არაფრის მოტანა შეუძლიათ", - განაცხადა პრემიერმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს