საია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, პანელურ დისკუსიას მართავს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, პანელურ დისკუსიას მართავს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საია-მ საპარლამენტო კონტროლის, არჩევნების და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით მონიტორინგი აწარმოა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ თითოეული მიმართულებით ცალკეული გაუმჯობესების მიუხედავად, გამოწვევები კვლავ რჩება.

„კერძოდ, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გასაძლიერებელია მინისტრების მიმართ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მექანიზმები. საარჩევნო სისტემაში კვლავ რჩება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინებისა თუ მოსყიდვის რისკი, სათანადო ეფექტიანი რეგულაციების არარსებობის გამო. განსაკუთრებული სამუშაოა გასაწევი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით, სადაც ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები წინსვლა შეინიშნება - ამ მიმართულებით მხოლოდ ფასადური ცვლილებებია მიღებული და სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ აგვარებს, როგორიცაა სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმი და პირადი ინტერესების არსებობა“, - აღნიშნავენ საია-ში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ დროისთვის არ არის საბოლოოდ შესრულებული, ქვეყანამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და აჩვენოს პროგრესი, რომ საქართველოს აქვს განზრახვა ამ საკითხების ბოლომდე მისაყვანად".

„ამ მიმართულებებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საქართველოს კიდევ აქვს დრო ამისთვის წლის ბოლომდე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიგნებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით, განხორციელდეს. დარჩენილი დრო მაინც საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ მინიმუმ პროგრესი აჩვენოს ამ საკითხებთან მიმართებით, ამიტომ ეს დრო აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნის მიერ," - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება