ხობის მერია - ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 632 000 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება