აშშ-მა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

აშშ-მა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სასანქციო სიაში შევიდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ და საოკუპაციო რეჟიმს ადგილზე გამაგრებაში ეხმარებიან.

კერძოდ, საუბარია ალექსეი კუდრინზე - რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრზე და ამჟამად რუსული კომპანია “იანდექსის” კორპორატიული განვითარების მრჩეველზე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პუტინთან. ასევე, პაველ მარინიჩევზე - ალმასის მომპოვებელი კომპანია “ალროსის” გენერალურ დირექტორზე, რომლის მაჟორიტარული აქციონერი რუსეთის ფედერაციაა. სასანქციო სიაში, ასევე, მოხვდნენ ილია ტოროსოვი და ალექსეი ხერსონცევი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები); ვასილი ოსმაკოვი (მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე); პაველ სნიკკარსი და პაველ სოროკინი (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები); ლეონიდ გორინი (ფინანსთა მინისტრის მოადგილე); სერგეი კოროლიოვი (უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე) და ვასილი ანტოხინი (სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი).

ცალკე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები შემოიღო რუსეთის მოქალაქე ვალერი ჩეკალოვისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქის იონგ ჰიოკ რიმის წინააღმდეგ, რომლებიც “ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებლებთან, ევგენი პრიგოჟინთან არიან დაკავშირებულნი და უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის მიწოდებაში ეხმარებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება