ფარმაცევტული კომპანია "გეფა" განცხადებას ავრცელებს

ვეხმაურებით დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას პრეპარატ „დეპაკინი ხრონოს“ შესაძლო ხელოვნური დეფიციტის შექმნის თაობაზე.

კომპანია "გეფა", სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არცერთ მედიკამენტზე, მათ შორის არც ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონოზე“, ხელოვნური დეფიციტი არ შექმნილა.

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინ ხრონოს“ საქართველოს ბაზარზე მოქმედ ყველა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას აწვდის მწარმოებელი „სანოფი ავენტისი“. მიმდინარე წელს კომპანია მიერ განთავსებული შეკვეთებიდან, მწარმოებელი გვაწვდიდა შეკვეთილი რაოდენობის დაახლოებით 50%-ს, რამაც გამოიწვია აღნიშნული მედიკამენტის დროებითი დეფიციტი. ივლისის თვეში შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ 10%-ის მოწოდება გვაქვს დადასტურებული, რაც გარდაუვლად გამოიწვევს აღნიშნული მედიკამენტების დეფიციტს მომდევნო თვეში.

მწარმოებელი კომპანია „სანოფი ავენტისიდან“ პრეპარატ „დეპაკინი ხრონოს“ სამივე რეგისტრირებული ფორმა კომპანიამ საწყობში მიიღო 12 ივლისს. მანამდე, 11 ივლისის მდგომარეობით, „დეპაკინ ხრონოს“ სამივე ფორმის ხელმისაწვდომი რაოდენობა სრულად გადანაწილებული იყო სააფთიაქო ქსელში.

ასევე, 12 ივლისს საწყობში მიღებული პროდუქცია, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 18 ივლისს სრულად მიეწოდა სააფთიაქო ქსელს ქვეყნის მასშტაბით. ანუ 18 ივლისიდან მოუოლებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ზემოთ აღნიშნული მედიკამენტები.

რაც შეეხება დეპაკინ ხრონოს საბავშვო ფორმას (დეპაკინი სიროფი 57.64მგ/1მლ 150მლ ფლაკონი #1), აღნიშნულ მედიკამენტზე დეფიციტი არ ფიქსირდება და არც დაფიქსირებულა, შესაბამისად, სააფთიაქო ქსელში რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

რაც შეეხება კომპანიის მარაგების შესახებ მარეგულირებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, განვმარტავთ, რომ სინქრონიზაციის პროცესი სრულად არ არის გამართული და აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული მიზეზით არის გამოწვეული ცდომილება რეალურ მარაგებსა და მარეგულირებლის პროგრამაში არსებულ რაოდენობას შორის.

გვინდა, განვმარტოთ, რომ ინფორმაცია, თითქოს კომპანიას მედიკამენტი აქვს მარაგში და მიზანმიმართულად არ ახორციელებს რეალიზაციას არ შეესაბამება რეალობას.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით